საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს

პირველი არხი

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. 

კომენტარები