ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად 50 000 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

AFP

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას ერთერთ გარეუბანში მასიური ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 15 000 სახლი დაიწვა. ხანძარმა 50 000 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დატოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

გარეუბანი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დაკას უღარიბესი მოსახლეობის დასახლებაა. სახლების უმეტესობას პლასტმასის სახურავი ჰქონდა, რამაც ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო. ხანძრის შედეგად არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა, თუმცა რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

BBC-ის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურები, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. 

ბანგლადეშის მთავრობის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება იმ ათასობით ადამიანს, ვინც თავშესაფრის გარეშე დარჩა. 

კომენტარები