ავარია

მცხეთასთან ახლოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს

პირველი არხი

მცხეთასთან ახლოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ექვსი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. მათ შორის, იყო ავტობუსი, მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი. ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები