ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ არცევიდან დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ არცევიდან დღეს კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

სუს-ში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინაც გაიტაცეს. ისინი სოფელ ახალუბანში ცხოვრობენ. 

კომენტარები