ოკუპაცია გუგუტიანთკარში

"სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან?!" - ხოშტარია გუგუტიანთკარში

"სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან?!" - ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გუგუტიანთკარში ჩავიდა. ხოშტარია მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხვრები ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები არიან.

"რუსეთი არის საშიში ადამიანებისთვის, ეს არის ჰუმანიტარული კრიზისი. როდესაც ადგილზე მოვდივართ, გასაგები ხდება, რამდენად დაუცველები არიან ადამიანები. აქ, სადაც რამდენიმე მეტრში არის რუსული ბაზა, მუდმივად უნდა იყოს ბლოკპოსტები, მუდმივად უნდა იცოდნენ, რომ შეეფეთებიან ქართულ პატრულს, იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს მათთვის შემაფერხებელი, რომ ისე ვერ ისეირნონ, როგორც მათ მოუნდებათ. ადგილზე ნათლად ჩანს, რომ აბსოლუტურად დაუცველი არის სოფელი. სად არის სახელმწიფო, სად არის პრეზიდენტი, პრემიერი, სად არიან. გუგუტიანთკარში, დიდი პაუზის შემდეგ სათითაოდ ჩალაგდნენ და უკვე როდესაც გავლებული იყო და დასრულებული იყო და რაც მთავარია, იმას კი არ იძახიან, რომ როგორ ვებრძოლოთ ამ ყელაფერს, თავს იწონებენ, როგორ გაჩერდა ახლა პროცესიო, აქ სად არიან ახლა?“ - ამბობს ხოშტარია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადად, ორი ოჯახის რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის არცერთი პირველი პირი ადგილზე არ ჩასულა. გუგუტიანთკარში არ ჩასულა არც გორის მერი. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტი ლოპოტას ტბაზე ისვენებს. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კი შვებულებაშია და გონიოში ისვენებს.

 

 

 

 

კომენტარები