მკვლელობა

სენდვიჩის მომზადების დაგვიანების გამო პარიზის მახლობლად ოფიციანტი მოკლეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

პარიზის მახლობლად ერთერთ რესტორანში გაბრაზებულმა კლიენტმა ოფიციანტს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. წინასწარი ინფორმაციით, კლიენტის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მისი სენდვიჩი დროულად არ დაამზადეს.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა პარასკევს საღამოს, პარიზის გარეუბან ნოისი-ლე-გრანდში მოხდა.

28 წლის ოფიციანტს მხარში ესროლეს. დაშავებულის გადარჩენა სასწრაფო დახმარების ექიმებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ - ის ადგილზევე გარდაიცვალა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

გარდაცვლილის კოლეგებმა პოლიციას უთხრეს, რომ კლიენტმა მოთმინება დაკარგა, როდესაც სენდვიჩის მომზადებას ელოდა.

BBC-ის ცნობით, ადგილობრივმა მოსახლემ ფრანგულ მედიას უთხრა, რომ ხსენებული რესტორანი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და ის "წყნარი ადგილია, ყოველგვარი პრობლემების გარეშე". თუმცა, ზოგიერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის და კრიმინალის ზრდას ამჩნევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები