სუს

ბიძინა გეგიძე: გამოკითხვაზე ვარ დაბარებული სუს-ში

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის ინფორმაციით ის სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ, ბიძინა გეგიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"მოგესალმებით. ყოველგვარი შესავლის გარეშე გაცნობებთ, რომ გამოკითხვაზე დაბარებული ვარ სუს - ში (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტო). ამ დღეებში ვაპირებ მისვლას!", - წერს ის Facebook-ზე.

ჯერჯერობით უცნობია რასთან დაკავშირებით არის დაბარებული ბიძინა გეგიძე სუს-ში.

ბიძინა გეგიძის ამ განცხადებას წინ უძღოდა ჯერ 25 ივნისს მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრ გიორგი გახარიას ადგილას რომ ყოფილიყო, გადადგებოდა, რადგან "შედეგი არის დასახიჩრებული ადამიანები, რომლებზეც პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება". 

ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. გეგიძე კენჭისყრაზე არ მივიდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მომგებიანი არავისთვის იყო. 

"გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინარული საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი" - თქვა მაშინ გეგიძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები