გლობალური ეკონომიკა

მსოფლიოს უმსხვილესი 100 კომპანიის ჯამურმა ღირებულებამ 21 ტრილიონ დოლარს მიაღწია

0 კომენტარი

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი 100 კერძო კომპანიის ჯამურმა საბაზრო კაპიტალიზაციამ, რეკორდული 21 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PricewaterhouseCoopers-ი ავრცელებს. 

ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, 100 უმსხვილესი კომპანიის ყოველწლიური რეიტინგი განაახლა. როგორც კვლევით ირკვევა მიმდინარე წელს უმსხვილესი კერძო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია 5%-ით გაიზარდა, რაც 10%-ით ჩამოვარდება წინა წლის მაჩვენებელს.

რეიტინგის ლიდერი სახელმწიფო როგორც წინა ხუთი წლის განმავლობაში, კვლავაც აშშ-ა. მსოფლიოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის 54 სწორედ, ამერიკულია. ჯამურად 54 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის ღირებულება, 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური ღირებულების 63%-ს შეადგენს. 

მეორე ადგილს, კომპანიების რაოდენობით და კაპიტალიზაციით ჩინეთი იკავებს, ხოლო სამეულს ევროკავშირი ხურავს. რეიტინგში წელს პირველად მოხვდნენ კომპანიები ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ზრდა, ძირითადად ამერიკული კომპანიების წარმატებას უკავშირდება, როცა რეიტინგში წარმოდგენილი ევროპული და ჩინური კომპანიების ზრდა შემცირდა. 

სწორედ, ამერიკული კომპანიები იკავებენ რეიტინგის პირველ 7 ადგილს. უნდა ითქვას, რომ წელს პირველად შეიცვალა რეიტინგის ლიდერი ბოლო 7 წლის განმავლობაში. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სიის სათავეში Microsoft მოექცა.

სიის პირველ ათეულში 8 კომპანია ამერიკულია

  • Microsoft — 905 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Apple — 896 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Amazon.com — 875 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Alphabet — 817 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Berkshire Hathaway — 494 მილიარდი დოლარი; (აშშ) 
  • Facebook — 476 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Alibaba — 472 მილიარდი დოლარი; (ჩინეთი)
  • Tencent — 438 მილიარდი დოლარი; (ჩინეთი)
  • Johnson & Johnson — 372 მილიარდი დოლარი; (აშშ)
  • Exxon Mobil — 342 მილიარდი დოლარი. (აშშ)

რეიტინგში წარმოდგენილი ყველაზე პატარა კომპანიის, Rio Tinto-ს საბაზრო ღირებულება 99 მილიარდი დოლარია, რაც ექვსჯერ აღემატება საქართველოს მშპ-ს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები