კანარის კუნძულები

კანარის კუნძულებზე ხანძრის გამო 4 000 ადამიანია ევაკუირებული

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

კანარის კუნძულებზე, ქალაქ ვალესეკოსთან, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 4 000 ადამიანია ევაკუირებული. 

ხანძრის ჩაქრობას 700 მეხანძრე და 10 ვერტმფრენი ცდილობს, თუმცა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თქმით, ქარი, ტენიანობა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა სიტუაციას მეტად ამწვავებს.  

პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის თქმით, დახმარების თხოვნით ესპანეთს უკვე მიმართეს.   

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ხანძარმა 1 700 ჰექტარი გაანადგურა. 11 სამანქანო გზა გადაკეტილია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები