მეინის საავადმყოფო

მეინის საავადმყოფოს 9 მედდამ, რომლებიც ერთდროულად იყვნენ ორსულად, იმშობიარა

Carly Murray

აშშ-ის მეინის საავადმყოფოში დასაქმებულმა 9 მედდამ, რომლებიც ერთდროულად იყვნენ ორსულად, იმშობიარა.

5 თვის წინ, მეინის საავადმყოფომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამშობიარო განყოფილებაში დასაქმებული 9 მედდა ერთდროულად იყო ორსულად და ამას თან ფოტოც დაურთო.

დღეისთვის, ცხრავე მედდამ უკვე იმშობიარა და მათ გადაწყვიტეს, 5 თვის შემდეგ კვლავ შეკრებილიყვნენ და ამჯერად საერთო ფოტო მათ შვილებთან ერთად გადაეღოთ.


ფოტო: Carly Murray

ერთ-ერთი მედდის, ლონი სოუსის თქმით, ერთდროულად ორსულობის გამოცდილებამ ისინი უფრო დაახლოვა, ვიდრე ადრე იყვნენ.

კომენტარები