შავი ზღვის სანაპირო ზოლი

შტორმის გამო, შავ ზღვაში შესვლა დილიდან აკრძალულია, მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

"შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები" - აცხადებს უწყება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები