ქურდობა

სარდინიის ქვიშის მოპარვისთვის ფრანგ წყვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ფრანგი წყვილის მანქანაში 40 კილო სარდინიის ქვიშა აღმოაჩინეს, ქურდობისთვის მათ 1-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

წყვილის თქმით, მათ ქვიშა სუვენირად მიჰქონდათ და არც უფიქრიათ რომ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ. წყვილის მანქანაში პოლიციამ პლასტმასის 14 ბოთლში ჩაყრილი ქვიშა იპოვა.

2017 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სარდინიას ქვიშითა და კენჭებით ვაჭრობა იკრძალება და 3000 ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

სარდინიას თეთრი ქვიშა საზოგადოებრივ კეთილდღეობად ითვლება და მისი კუნძულიდან წაღება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ტურისტები, უმეტესად კი ევროპელები, ონლაინ აუქციონებზე ყიდიან მას და შედეგად, ყოველწლიურად ტონობით სარდინიის ქვიშა ქრება კუნძულიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები