ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

20 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის, ხერთვისის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და დიდგორის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სუხიშვილის, თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები