საქართველოს ეკონომიკა

2019 წელს ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

საქსტატმა 2019 წლის იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობა წელს 0,2%-ით შემცირდა.

უმნიშვნელო კლება, ძირითადად, იმპორტის კლებით არის გამოწვეული. ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი 12,4%-ით გაიზარდა და 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4,7%-ით შემცირდა და 4,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი ევროკავშირის სახელმწიფოებში 20%-ით გაიზარდა და ჯამური ექსპორტის 24% შეადგინა. უფრო მეტად, 26%-ით გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში და მთლიანი ექსპორტის 52% შეადგინა.

საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრების სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი — $304 მილიონი, ზრდა +26%, წილი მთლიან ექსპორტში — 14,5%;.
  • აზერბაიჯანი —$206 მილიონი, ზრდა +6%, წილი მთლიან ექსპორტში — 12,7%;
  • სომხეთი — $181 მილიონი, ზრდა +20%, წილი მთლიან ექსპორტში — 20%.

საქართველოს ყველაზე მსხვილი საიმპორტო ბაზრების სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  • თურქეთი — $864 მილიონი, ზრდა +4%, წილი მთლიან იმპორტში — 17,4%;
  • ჩინეთი — $501 მილიონი, კლება -0,8%, წილი მთლიან იმპორტში —10%;
  • რუსეთი — $486 მილიონი, კლება - 6,4%, წილი მთლიაან იმპორტში — 9,8%.

ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კვლავაც თურქეთია.

  • თურქეთი — $999 მილიონი, წილი მთლიან საგარეო ბრუნვაში — 14%;
  • რუსეთი — $790 მილიონილი, წილი მთლიან საგარეო ბრუნვაში — 11%;
  • აზერბაიჯანი — $ 600 მილიონი, წილი მთლიან საგარეო ბრუნავში — 8,5%.

საქართველოს საექსპორტო საქონლის სამეული უცვლელია.

  • სპილენძის მადნები — $364 მილიონი, წილი მთლიან ექსპორტში — 17%;
  • მსუბუქი ავტომობილები — $317 მილიონი, წილი მთლიან ექსპორტში — 15%;
  • ფეროშენადნობები — $195 მილიონი, წილი მთლიან ექსპორტში — 9,3%.

უმსხვილესი საიმპორტო საქონელი კვლავაც ნავთობპროდუქტებია.

  • ნავთობპროდუქტები — $404 მილიონი, წილი მთლიან იმპორტში — 8%;
  • მსუბუქი ავტომობილები — $366 მილიონი, წილი მთლიან იმპორტში — 7%;
  • სპილენძის მადნები — $330 მილიონი, წილი მთლიან იმპორტში — 6%.

 

კომენტარები