ხანძარი

ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში ტყის ქვედა საფარი და ეკალ-ბარდი დაიწვა

ES-Press

მეხანძრე-მაშველებმა ლაგოდეხის სოფელ მაწიმში ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის გავრცელებას სოფელ მაწიმში ხელს ძლიერი ქარი უწყობდა.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ეკალ-ბარდი და დაზიანებულია რამდენიმე ხე.

კომენტარები