ეთნიკური დაპირისპირებების გამო ჩადის სამ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Danielle Schmidt

ჩადის პრეზიდენტმა, იდრის დებიმ ორ პროვინციაში, სილასა და უადაიში 10 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა.  

პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებას 50 ადამიანი ემსხვერპლა.  

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაპირისპირება ჩადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობდა. დაპირისპირებაში ფერმერები და აქლემთა ქარავნების გამყოლები მონაწილეობდნენ .   

ჩადის მშრალი და მკაცრი კლიმატი დაპირისპირებულ მხარეებში დაძაბულობის მიზეზია. კონფლიქტიც სწორედ ამ მიზეზით დაიყო - მათ წყალი და მიწა სჭირდებათ. 

სილასა და უადაის მოსახლეობა ბევრ საბრძოლო იარაღს ფლობს, რაც მათი კონფლიქტურ ზონებთან, ლიბიასა და სუდანთან მეზობლობით აიხსნება. ჯერჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა საგანგებო მდგომარეობა იარაღის ჩამორთმევას.  

კომენტარები