ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

მაშველებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს - ფოტოები

0 კომენტარი
ფოტო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხოველის შესახებ  ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინა. მათი თქმით, ძაღლებისაგან შეშინებული კნუტი ხეზე აძვრა და ჩამოსვლას ოთხი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.

მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით, კნუტი უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და იქვე მყოფ დედასთან დააბრუნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები