წყლის გამაცხელებელი

დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად 2 კაცი დაშავდა

flickr

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად 2 კაცი დაშავდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები