რუსეთი

რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნაწილაკების 4 სენსორი გამოირთო

0 კომენტარი

8 აგვისტოს რუსეთში არხანგელსკის რეგიონში სამხედრო ბაზაზე რაკეტის ძრავა გამოცდისას აფეთქდა.

მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ აფეთქებას რადიოაქტიური ან ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურება არ გამოუწვევია.

თუმცა, აფეთქების მომდევნო დღეებში რადიოაქტიური ნაწილაკების გლობალური ქსელის 4 სენსორი, რომლებიც აფეთქების ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა, გამოირთო.

ამის შესახებ ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციის (CTBTO) დირექტორი წერს. მისი თქმით 10 აგვისტოს "კომუნიკაციის პრობლემების" გამო კავშირი გაწყდა დუბნას და კიროვის მონიტორინგის სადგურებთან, ხოლო 13 აგვისტოს ბილიბინოს და ზალესოვოს საგდურებთან. ის არ გამორიცხავს, რომ სადგურების გათიშვა აფეთქებას უკავშირდებოდეს და რუსეთი ამგვარად ინფორმაციის დამალვას ცდილობდეს, თუმცა წერს, რომ ორგანიზაცია ინფორმაციას სხვა სადგურებიდან იღებს და ამუშავებს, ამიტომ რუსეთის მცდელობა უშედეგო იქნება.

სადგურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ზედამხედველობს. ისინი სენსორების გამორთვაზე კომენტარს არ აკეთებენ.

რუსეთის ბირთვულმა სააგენტომ, როსატომმა აღიარა, რომ აფეთქებისას რადიოაქტიურ მასალაზე მომუშავე 5 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებამ მიმდებარე ქალაქში რადიაციის მაჩვენებლი ზრდა გამოიწვია.

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ბირთვულ ძრავაზე მომუშავე რაკეტას ცდიდა, რომლის შექმნაც ვლადიმირ პუტინმა გასულ წელს დააანონსა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები