სვასტიკა

გერმანიაში სვასტიკის ფორმის კარუსელი დახურეს

SWR

გერმანიაში, ქალაქ ლეფინგენში ატრაქციონი "არწივის გაფრენა" დახურეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში ატრაქციონის ვიდეო გამოაქვეყნა, ინტერნეტმომხმარებლებმა კი ის ნაცისტურ სიმბოლოს მიამსგავსეს. ინფორმაციას SWR ავრცელებს.  

პარკი ივლისის თვეში გაიხსნა. მფლობელის, პატრიკ ჰასლერის თქმით, ვიდეოს განთავსებამდე მას და პარკის პერსონალს კონსტრუქციის ფორმისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჰასლერმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვისაც ატრაქციონის დიზაინმა შეურაცხყოფა მიაყენა.  

პარკის ადმინისტრაცია ატრაქციონის დიზაინის შეცვლას გეგმავს. მანამდე "არწივის გაფრენა" დახურულია.   

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კანონით, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი მკაცრად კრძალავს ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებას. ქვეყანაში აკრძალულია ნაცისტური ლოზუნგებისა და მისალმების გამოყენებაც. 

კომენტარები