სამთავრობო მედია

Twitter - მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა

სოციალურ ქსელ Twitter - ზე სამთავრობო მედიის რეკლამები აიკრძალა. ადმინისტრაციის განმარტებით, გადაწყვეტილება ჯანსაღი დისკუსიისა და ღია ურთიერთობების დაცვის მიზნით მიიღეს.  

"ჩვენ გვსურს, რომ დავიცვათ ჯანსაღი დისკუსია და ღია ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს დიდი განსხვავება იმ ანგარიშებს, რომელთა მიმდევრებიც საკუთარი ნებით ხართ და იმ ანგარიშების რეკლამებს შორის რომელთაც ხედავთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა მათი მიმდევარი," - ვკითხულობთ Twitter-ის ადმინისტრაციის ანცხადებაში. 

 

 

განცხადების მიხედვით, აკრძალვა იმ მედიებს შეეხება, რომელთა სარედაქციო პოლიტიკაზე ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს გავლება, ან ფინანსდებიან და კონტროლდებიან მათ მიერ. მათი თქმით, მედიის შესახებ ინფორმაციას "სივრცეში სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების" მიერ მიიღებენ.  

2017 წელს Twitter - მა რეკლამის განთავსება რუსულ სამთავრობო მედიას - Russia Today - სა და Sputnik - ს აუკრძალა. 

შეგახსენებთ, რომ Twitter - მა და Facebook - მა ფეიკ ექაუნთები დახურეს, რომლებსაც, მათი თქმით, ჩინეთი ჰონგ-კონგის აქციებისთვის ხელის შეშლის მიზნით იყენებდა. სოციალური ქსელების ადმინისტრაციის განმარტებით, ეს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი სოციალური მედიაკამპანია იყო.  

კომენტარები