სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის დაფუძნებულ ფონდში თანხას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი რიცხავს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის დაფუძნებულ ფონდში თანხას მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი რიცხავს

ინფორმაცია ააიპ სალომე ზურაბიშვილის ფონდიდან ინტერპრესნიუსმა გამოითხოვა. გამოცემის ცნობით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის 35 880 ლარია აკუმულირებული.

მათი ცნობით, ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხების ჩარიცხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა. ასევე, არ დაფინანსებულა რამე პროექტი ან აქტივობა. 

2019 წლის 11 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უარს ამბობდა პრეზიდენტის ხელფასზე და მას ფონდში გადარიცხვდა, ვინაიდან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმდა, რიგი ინიციატივების დაფინანსება კი აუცილებელია. ზურაბიშვილმა მაშინ იმედი გამოთქვა, რომ მის იდეას სხვებიც "აყვებოდნენ". 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2019 წლიდან გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. 

კომენტარები