დიმიტრი ლეჟავა

მედიის ცნობით, თავდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად КГБ-ის ყოფილი ოფიცერი დაინიშნა

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა. 

პრეზიდენტის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ამ საკითხზე ყოველგვარ ინფორმაციას წერილობით გაავრცელებენ დღეს, 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში. ზეპირი კომენტარი და განმარტება არ გაკეთდება, ვინაიდან პრეზიდენტის პრესსპიკერი შვებულებაშია.  

დიმიტრი ლეჟავა, ბრიგადის გენერალი, მუშაობდა:

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში (1983-1994), სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, (1994-1996), ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996-1998), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად. 

კომენტარები