პასპორტისთვის გადაღებულ სურათებში მხოლოდ ადამიანების სახე ჩანს, თუმცა ვერასდროს ვხედავთ როგორ გამოიყურება სურათი მთლიანად.
გერმანელმა ფოტოგრაფმა მაქს შიენდტოფმა გადაწყვიტა, რომ გადაეღო პასპორტისთვის შესაბამისი სურათები, თუმცა ამის პარალელურად ისინი უცნაური ყოფილიყო.
”ცოტა ხნის წინ, პასპორტი მქონდა შესაცვლელი და ცხადია, ამისთვის ახალი სურათის გადაღება დამჭირდა. როდესაც ვიჯექი სურათის გადასაღებად სერიოზული სახით, ვფიქრობდი რა შეიძლება მომეფიქრებინა, რომ ეს პროცესი უფრო საინტეროსო გამხდარიყო”, - თქვა ფოტოგრაფმა.
ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ფოტოპროექტის გაკეთება.