ხანძარი კაჭრეთში

სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული

კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, 6 მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებოში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

კომენტარები