რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

რუსთავი 2-დან ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს

0 კომენტარი

რუსთავი 2-დან საინფორმაციოს ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. 

"ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა მოსვლამდე ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს. უი, გაბუნიაც გაუშვეს. კარგია, რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა,"- წერს ჟორჟოლიანი. 

ინფორმაცია რუსთავის 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამაც, დაადასტურა. მისივე თქმით, მელაძესთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანს გაათავისუფლებენ. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები