რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

სალიამ რუსთავი 2-დან მელაძესთან ერთად გაბუნია, კვესიტაძე და ჟორჟოლიანი გაათავისუფლა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. 

ამის შესახებ სალიამ 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სალიასვე თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.  

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები