ალასკა

ალასკაში, რუსი მეზღვაურის მიერ 50 წლის წინ ბოთლით გაგზავნილი წერილი იპოვეს

0 კომენტარი

ალასკაში კაცმა 50 წლის წინ რუსული ფლოტიდან ბოთლით გაგზავნილი წერილი იპოვა.

ტაილერ ივანოფი ალასკაში შეშას ეძებდა, როდესაც მწვანე ბოთლი დაინახა, რომელშიც რუსულად დაწერილი წერილი იდო.

"მე შევნიშნე, რომ მწვანე ბოთლში შიგნით წერილი იდო. მისი ამოღება ძალიან გამიჭირდა, ამისთვის კბილების გამოყენება დამჭირდა", - თქვა მან.

ივანოფმა წერილი Facebook-ზე გააზიარა, სადაც ის რუსული ენის მცოდნე ადამიანებმა თარგმნეს. აღმოჩნდა რომ წერილი რუსმა მეზღვაურმა 1969 წელს, ცივი ომის პერიოდში დაწერა. წერილში მეზღვაური მპოვნელს ესალმება და თხოვს, რომ მის მიერ მითითებულ მისამართზე უპასუხოს.

რუსული არხის Russia-1-ის ჟურნალისტებმა წერილის ავტორი, კაპიტანი ანატოლი ბოტსანენკო იპოვეს და წერილის შესახებ კითხეს. მისი თქმით წერილი მისი დაწერილია.

"ეს გავს ჩემს ხელნაწერს. დანამდვილებით!", - თქვა მან.

ბოტსანენკოს თქმით, 50 წლის წინ წერილი მაშინ დაწერა, როდესაც სულაკში გემის მშენებლობის ზედამხედველი იყო. წერილი გაგზავნის მომენტში ის 36 წლის იყო, დღეს კი 86 წლის არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები