ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.5 თეთრით, ევროსთან - 0.1 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან 0.5 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.11 თეთრით გაუფასურდა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფოციალური კურსი 2.9275 ლარია, 1 ევროსი კი - 3.2445 ლარი.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოჰყვა.

 

კომენტარები