დიმიტრი ლეჟავა

პრეზიდენტი: დიმიტრი ლეჟავა მრჩევლად პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დიმიტირი ლეჟავა, რომელიც КГБ-ის ყოფილი ოფიცერია, პრეზიდენტის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითებში მრჩევლად მისი "პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე დაინიშნა". 

"დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი თავდაცისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის  რვა ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

დიმიტრი ლეჟავა, ბრიგადის გენერალი, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში (1983-1994), სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, (1994-1996), ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996-1998), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსად. 

კომენტარები