ბრაზილია

ბრაზილიაში კაცი, რომელმაც ავტობუსი და 37 მგზავრი გაიტაცა, პოლიციამ მოკლა

Reuters

ბრაზილიიის პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც რიო დე ჟანეიროში ავტობუსი და მისი 37 მგზავრი გაიტაცა.

ოპერაციის დროს, რომელიც რიოსა და ნიტეროის დამაკავშირებელ ხიდზე ჩატარდა, მძევლები არ დაშავებულან.

მძევლების თქმით გამტაცებელი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით იყო შეიარაღებული. მას ავტობუსის გატაცების მოტივი არ დაუსახელებია.

კომენტარები