ფუტკრების სიკვდილი

რატომ მოკვდა 500 მილიონი ფუტკარი ბრაზილიაში გასული სამი თვის განმავლობაში?

New York Post

გასული სამი თვის განმავლობაში, ბრაზილიაში 500 მილიონ ფუტკარზე მეტი მოკვდა. ყველაზე მეტი - 400 მილიონი ფუტკარი, ბრაზილიის შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულიში მოკვდა.

მვლევარების თქმით, ფუტკრების მასობრივი სიკვდილის მთავარი მიზეზი ნეონიკოტინოიდის შემცველი პესტიციდებია - ქიმიური ნივთირებები, რომლებსაც პარაზიტების მოსაკლავად იყენებენ.

გასული წლის აპრილში, ევროკავშირმა თითქმის სრულად აკრძალა ნეონიკოტინოიდის შემცველი პესტიციდების გამოყენება, რადგან ნეონიკოტინოიდს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ფუტკრებისთვის. იმავე წელს, ბრაზილიამ არ მიიღო შეზღუდვები პესტიციდების გარკვეულ ჯგუფებზე.

Greenpeace-ის მონაცემებით, გასული სამი წლის განმავლობაში ბრაზილიაში პესტიციდების მოხმარება გაიზარდა, ამასთან ერთად ქვეყანში გამოყენება დაიწყეს ევროკავშირში აკრძალული 193 სახის პესტიციდის.

ფუტკრები ძალიან დიდ როლს ასრულებენ კვებითი ჯაჭვში. ადამიანის საკვების დაახლოებით 1/3 ფუტკრის მიერ პირდაპირი თუ ირიბი დამტვერვის შედეგად არსებობს. ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა, რასაც ჩვენ ვზრდით ან ვყიდულობთ, ასევე ფუტკრების დამტვერვის შედეგად მოდის.

გარკვეულ პესიციდებს შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ ფუტკრებს.
ფოტო: BBC.com

კვდებიან თუ არა ფუტკრები სხვა ქვეყნებშიც?

გარდა ბრაზილიისა, მსოფლიოს გარშემოც რამდენიმე ქვეყანაში ფუტკრების მასობრივი სიკვდილი დაფიქსირდა. 

ამერიკაში, გასულ წლის ზამთარში ყოველმა მეფუტკრემ 10 სკიდან 4 სკა დაკარგა და ეს ამ მხრივ, ყველაზე ცუდ ზამთრად დასახელდა. მიმდინარე წელს, რუსეთის 20 რეგიონშიც დაიხოცნენ ფუტკრები, რის გამოც შესაძლებლია ქვეყანამ 20%-ით ნაკლები თაფლის წარმოება შეძლოს.

სამხრეთ აფრიკაში, 2018 წლის ნოემბერში 100 მილიონ ფუტკარზე მეტი მოკვდა. იქ ფუტკრების სიკვდილი ქიმიურმა ნივთიერებამ ფიპრონილმა გამოიწვია. ფიპრონილს ევროპაშიც გამოუწვევია ფუტკრების სიკვდილი, რის გამოც მისი გამოყენება 2013 წელს აკრძალეს.

გასული 18 თვის განმავლობაში, ფუტკრების მასობრივი სიკვდილი დაფიქსირდა კანადაშიც, მექსიკაშიც, არგენტინასა და თურქეთშიც.

კომენტარები