რუსული ოკუპაცია

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 8-ვე მოქალაქე გაათავისუფლეს.

რამდენიმე წუთის წინ, ერგნეთის საგუშაგოზე მიკროავტობუსი შევიდა და ქართულ მხარეს დაკავებულები გადმოსცეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, 8-ვე პირი შიდა ქართლის პოლიციაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, მათ ჯარიმა გადაიხადეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.  

რადიო თავისუფლება თავის წყაროზე დაყრნდობით ამბობს, რომ დაკავებული პირების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ დე ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის ციხიდან გამოქცეული პატიმარი გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია, ვაჟა სირაძემ არც უარყო და არც დაადასტურა.

ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 პირი 17 აგვისტოს, ხოლო მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი 18 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები