თიბისი ბანკის საქმე

სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღა

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნით თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ინფორმაციას ამის შესახებ, მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუკზე ავრცელებს.

საკუთარი ანგარიშების დაყადაღებას ხაზარაძე მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების მცდელობად აფასებს.

"დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება.
ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება.

ვერ შეგვაშინებთ!!
ბრძოლას ვაგრძელებთ!!"- წერს ხაზარაძე.

შეგახსნებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფერდა.

კომენტარები