რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი 2 აღარ არის - ტელეკომპანიას პაატა იაკობაშვილიც ტოვებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ს "კურიერის" კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლთან საუბარში თქვა

"ჩვენი გუნდის მომავალი რუსთავი2 აღარ არის, ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ ვთქვა ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ ბაღზე, რომ რა კარგია. ეს პირდაპირ დანაშაულია...ამას ვერ ვიზამ, კი მე წავალ ამ არხიდან"- თქვა იაკობაშვილმა. 

ტელეკომპანია რუსთავი 2, კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. მათ განცხადება 9 საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. 

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია.

 

კომენტარები