გიორგი გაბუნიას გინება

გიორგი გაბუნია: პუტინის გინების გამო, მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ყოფილი ტელეწამყვანი გიორგიო გაბუნია ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ გინების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა პარლამენტის წინ, "სირცხვილიას" გადაცემაში თქვა. 

გაბუნიას თქმით, ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერიდან სურდა საუბარი, თუმცა მისივე თქმით "ეს უკვე შეუძლებელია". 

"მე რომ ჩამეთვალა რომ ეს შეცდომა იყო, მე ბოდიშს მოვიხდიდი, მაგრამ მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო, იმ ფორმითაც კი რა ფორმითაც მე ეს გავაკეთე. მე მესმის, განსაკუთრებით მტკივნეულია ბოლო ნაწილი, როდესაც მშობლები და მშობლების საფლავები ვახსენე, მესმის, რომ ძალიან მძიმეა. მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეურაცხყვეს"- ამბობს გვარამია. 

მისივე თქმით, გადაცემის წაყვანის დროს, ჟურნალისტურ სტანდარტებზე საუბარი არ იყო და მან მთელი საქართველოს სათქმელი თქვა. 

"სამწუხაროდ, ამის შემდეგ მე სრულიად შეშინებული ერი დავინახე, რითიც თამაშობს ეს ხელისუფლება. მათ გააკეთეს განცხადებები, რომ ერი კიდევ უფრო მეტად დაეშინებინათ"- აღნიშნავს ჟურნალისტი. 

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, იმავე ღამეს ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები