The Matrix

მატრიცას მეოთხე ნაწილის გადაღება დადასტურდა - ნეოს კვლავ კიანუ რივზი შეასრულებს

კიანუ რივზი ნეოს როლში

უკვე ოფიციალურად დადასტურა, რომ ცნობილი ფილმის "The Matrix"-ის მეოთხე ნაწილს გადაიღებენ და მასშინ ნეოს როლს კვლავ კიანუ რივზი შეასრულებს.

მატრიცას მეოთხე ნაწილის სცენარისტი და რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკი იქნება, ფილმში ნეოს და თრინითის როლებს კი კვლავ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ. მეოთხე ნაწილს Warner Bros. და Village Roadshow Pictures გადაიღებენ.

ამის შესახებ Warner Bros.-ის ხელმძღვანელმა, ტობი ემერიჩმა განცხადება სამშაბათს გააკეთა.

"უფრო მეტად აღელვებულები ვერ ვიქნებით იმ ფაქტით, რომ მატრიცა ბრუნდება ლანასთან ერთად. ლანა არის ნამდვილი მისტიკოსი - თავისებური და ორიგინალური რეჟისორი - და ჩვენ აღელვებულები ვართ, რადგან ის წერს და იღებს მატრიცას ახალ თავს", - თქვა მან.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, არსებობს ინფორაცია რომ ეს 2020 წელს მოხდება.

მატრიცას სამივე ნაწილიც ვაჩოვსკების - ლანა და ლილი ვაჩოვსკების დაწერილი და გადაღებულია.

კომენტარები