James Bond

ჯეიმს ბონდის შემდეგი ფილმი 2020 წლის აპრილში გამოვა და მას NO TIME TO DIE ერქმევა

Daily Express

გუშინ, ცნობილი გახდა ჯეიმს ბონდის შემდეგი ფილმის გამოსვლის თარიღი და სახელი - ის 2020 წლის აპრილში გამოვა და "No Time to Die" ერქმევა.

ჯეიმს ბონდის შემდეგი ფილმი რიგით 25-ე იქნება.

გამოსვლის თარიღისა და სახელის შესახებ ჯეიმს ბონდის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა დაწერა.

"დენიელ ქრეიგი ბრუნდება ჯეიმს ბონდად, 007 No Time to Die-ში. დიდ ბრიტანეთში ფილმი 2020 წლის 3 აპრილს, ამერიკაში კი 2020 წლის 8 აპრილს გამოვა", - წერია პოსტში.

ფილმში მაყურებელი დენიელ ქრეიგს მეხუთედ და უკანასკნელად იხილავს ჯეიმს ბონდის როლში, გარდა ამისა ფილმში "მისტიური ვილანის" როლს ოსკაროსანი რემი მალეკი ასრულებს.

ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმის რეჟისორი იოჯი ფუკანაჯაა, რომელიც ასევე სერიალ True Detective-ის პირველი სეზონისა და ნეტფლიქსის სერიალ Maniac-ის პროდიუსერი იყო.

კომენტარები