Spend your summer in Georgia

ადმინისტრაცია: პრეზიდენტს სურს, Spend Your Summer in Georgia-ს კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა კამპანია Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორებს კახეთში უმასპინძლა.

"პრეზიდენტმა ახალგაზრდების ინიციატივა საჭირო და მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა და სურვილი გამოთქვა, კამპანიაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. პრეზიდენტის ინიციატივები ეხება საქართველოს ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე. ყოველი საერთაშორისო ვიზიტის დროს, პრეზიდენტი პირადად ხვდება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. ამიერიდან, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, სტუდენტები საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნიან საინფორმაციო ბაზას, რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ყოველი საერთაშორისო ტრიბუნიდან ხმამაღლა გააჟღეროს მოწვევა, რათა უცხოელმა დიპლომატებს თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გაუჩნდეთ სურვილი - საქართველოში გაატარონ ზაფხული, შემოდგომა თუ სხვა ნებისმიერი სეზონი" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, Spend your summer in Georgia - ს აქტივისტებმა სალომე ზურაბიშვილს გააცნეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კამპანია 4 სეზონის განმავლობაშიგაგრძელდება.

"ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პირველი აქტივობა უკვე დაიგეგმა - საქართველოს პრეზიდენტმა სოციალური კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები - მარიამ გუჯაბიძე და მარიამ ჯობავა ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია" - აცხადებს ადმინისტრაცია.

კომენტარები