ბათუმის საკრებულო

"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“- ბათუმის საკრებულოს ოცნების დეპუტატი ბოდიშს იხდის

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ირაკლი პატარიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასა და რუსთავი ორის ჟურნალისტებს შესახებ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშს იხდის. პატარიძე ამბობს, რომ კომენტარი ემოციურ ფონზე დაწერა. 

"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“ - დაწერა პატარიძემ სოციალურ ქსელში "იმედის" მიერ "რუსთავი 2-დან" ჟურნალისტების წასვლის შესახებ მომზადებულ მასალაზე. 

"მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ემოციურ ფონზე სოციალურ ქსელში ჩემს მიერ გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო. ჩემი აღელვება მოჰყვა რუსთავი 2 ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ არაერთხელ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გაცხადებას, მათ შორის ღია ეთერით (გინება, ლანძღვა, ბილწსიტყვაობა), ამან გამოიწვია ჩემი აღელვება, რის გამოც ვერ შევიკავე თავი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით გამოვხატე ემოცია," - დაწერა მან მოგვიანებით. 

კომენტარები