ფოტოგრაფია

ფოტოგრაფი დაფარული იდენტობით, რომელიც ცნობილი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ეიპრილ დაუნ ელისონს, როგორც ფოტოგრაფს, საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში წარმატებისა და აღიარებისთვის არ მიუღწევია. მას არც გამოფენები ჰქონია, არც ინტერვიუები, არც წიგნები გამოუშვია. 

ელისონი 2008 წელს გარდაიცვალა. მის მიერ გადაღებული 9000-ზე მეტი ავტოპორტრეტის შესახებ მისმა ოჯახმაც არაფერი იცოდა.

ეიპრილს დაფარული იდენტობა ჰქონდა, ის ცხოვრობდა, როგორც ადამიანი სახელად ალან შაფერი. ალან შაფერი კომერციულ ფოტოგრაფად მუშაობდა, უყვარდა ჩოგბურთის თამაში, ჯაზის მოსმენა და თავისი მეგობრები, ოჯახი და მეზობლები იცნობდნენ "ალ"-ით. ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ვინ იყო ეიპრილ დაუნ ელისონი.

ეიპრილი არსებობდა მხოლოდ მისი ბინის კედლებში, ოკლენდში, კალიფორნიაში. დახურულ კარს მიღმა, სამუშაოს შემდეგ, შაბათ-კვირას ის ფემინურ ფორმაში პოლაროიდებს იღებდა.

მისი სახელი, მისი ნამუშევრები, ფარული იდენტობა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს, როდესაც ქონების ლიკვიდატორმა ყუთებში შეფუთული სურათები იპოვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შაფერის ოჯახმა ეიპრილ დაუნ ელისონის სახელი გაიგო.

პოლაროიდები უკვე სახალხოდ გახდა ცნობილი, ეიპრილ დაუნ ელისონის გამოფენა სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშიც მოეწყო, კურატორის ერინ ო'ტულელის მეშვეობით.  

ეს პოლაროიდები პროფესიონალი ფოტოგრაფის გადაღებულია, ლამაზი ფერებითა და კომპოზიციებით. ეს არის არტისტის მიერ შექმნილი პოლაროიდები”,- თქვა ერინ ო'ტულელმა BBC-სთან ინტერვიუში.

იხილეთ ფოტოები:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები