მთავარი არხი

ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ლოგო გამოაქვეყნა.

არხის სლოგანი კი ასეთი იქნება: "მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება". 

რუსთავი ორის ყოფილმა გენერალურმა დირექტრომა ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია სახელწოდებით, "მთავარი არხი" რეესტრი 17 აგვისტოს დაარეგისტრირა. როგორც თავად თქვა, არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელი და გენერალური დირექტორი თავად იქნება. 

დღესვე რუსთავი 2 დატოვა კურიერის მთელმა გუნდმა. 

მანამდე კი ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ "მთავარი ხალხი, ვინც რ2-ს აკეთებდა, ბორტზეა" და სხვებსაც მოუწოდა, შეერთებოდნენ. 

"ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვ-ა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ
ჩვენთან 
ერთად
თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია 

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", - თქვა დღეს გვარამიამ. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტის მოტივით ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლა, დღეს, 21 აგვისტოს კურიერის მთელმა გუნდმა არხი დატოვა. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები