თიბისი ბანკის საქმე

ბოლო 24 საათში თიბისი ბანკის ღირებულება 21 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა

eugbc.net

21 აგვისტოს სავაჭრო დღის განმავლობაში თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია, 21 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა. სავაჭრო დღის ბოლოს, ბანკის ერთ აქციაზე ფასი 12,84 გირვანქა სტერლინგს შეადგინდა. ბოლოს ამაზე იაფი ბანკის აქციები 26 ივლისს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალური წარგდენის შემდგომ დღეებში ღირდა.

ცნობისთვის, 20 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სასამართომ მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო.

ამ დროისთვის ბანკის საბაზრო ღირებულება 704 მილიონამდე არის შემცირებული.

ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 19 ივლისს თიბისი ბანკის ჯგუფმა ინვესტორებს ქართული ონლაინ კომერციული პლატფორმის My.ge-ს შეძენის შესახებ აცნობა. ამ გარიგების ჯამური ღირებულება 70 მილიონი ლარია. ახალი შენაძენით ბანკი კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ქვეყნის ონლაინ ვაჭრობის ბაზარზე. საბაზრო ლოგიკით ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას, ბაზრის დადებითი რეაქცია უნდა მოყოლოდა, თუმცა ესე არ მოხდა.

რთულია სათქმელია უკავშირდება თუ არა აქციების ფასების შემცირება აწ უკვე გადამდგარი ხაზარიძის და ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. თუმცა, ბოლო წლის განმავლობაში თიბისი ბანკის საშუალო ფასი 14-15 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო წლის მანძილზე კომპანიის აქციების ფასი 13,5 გირვანქა სტერლინგის ნიშნულს ორ შემთხვევაში ჩამოცდა. 

ამ ორი შემთხვევიდან ორივე ქრონოლოგიურად პირდაპირ უკავშირდება თბილისში მიმდინარე გამოძიებას. პირველი შემთხვევა 2019 წლის თებერვალში მოხდა, მაშინ ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადაყენების მოთხოვნას ბანკის აქციებზე ფასის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. ფასის ვარდნის მეორე დრამატული შემთხვევა, დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, როდესაც დამფუძნებლებს ფულის გათეთრების ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.

ბანკის აქციებზე ფასის მკვეთრი შემცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 9 იანვარს მოხდა. მაშინ პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სწორედ, მაშინ შემცირდა აქციების ფასი 13,5 გირვანქა სტერლინგამდე. 

გამოძიების დაწყების მომენტიდან თიბისი ბანკის აქციონერებს რამდენიმე რთული კვირა ჰქონდათ. ბრალის ოფიციალურ წარგენამდე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომპანიის ინვესტორებს 200 მილიონიანი ზარალი მიადგათ. 150 მილიონი გირვანქა სტერლინგით იკლო კაპიტალიზაცია ბრალის წარგენის შემდეგ.

 

კომენტარები