მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიის სანაცვლოდ დანიას წელიწადში 600 მილიონ დოლარს სთავაზობდა

0 კომენტარი
ფოტო: .bbci.co.uk

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიის სანაცვლოდ, დანიის მთავრობას წელიწადში 600 მილიონი დოლარის შეთავაზებას გეგმავდა. ინორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.

სწორედ, 600 მილიონია იმ დახმარების რაოდენობა, რასაც დანიის მთავრობა ყოველწლიურად რიცხავს გრენლანდიის ბიუჯეტში. ამასთანავე გარიგების სტიმულირებისთვის, თეთრი სახლი ერთჯერადი მსხვილი კომპენსაციის გადახდასაც განიხილავდა, გაზეთი კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს.

აშშ-ს ინტერესის შესახებ, შეიძინოს მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორიაა, ამერიკული გამოცემებში პირველი ცნობები წინა კვირაში გავრცელდა. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა. 

თავის მხრივ შეთავაზებაზე უკვე უარი თქვეს დანიისა და გრენლაანდის ხელისუფლებაში და განაცხადეს, რომ კუნძული არ იყიდება და ტერიტორიის ბედის გადაწყვეტა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეუძლიათ.

უარის შემდეგ მალევე, დონალდ ტრამპმა გააუქმა სექტემბერში ჩანიშნული ოფიციალური ვიზიტი დანიაში. 

რაც შეეხება გრენლანდიას, ამ დროისთვის კუნძული დანიის ავტონომიური ერთეულია, თუმცა გეოგრაფიული თვალსაზრისით, გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობას აშშ-სთან ვიდრე დანიასთან. გრენლანდიაში ამ დროისთვის 600 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დანიის ფინანსური დახმარება ყოველწლიურად 600 მილიონი დოლარია, თუმცა ეს თანხა გრენლანდიის ბიუჯეტის ნახევარ პროცენტს არ აღემატება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები