ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.
პირველ ადგილს სიაში დუეინ ჯონსონი [“როკი”] იკავებს.
Forbes-მა სიის შედგენისას 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 1 ივნისადმე მსახიობების მიერ მიღებული სრული შემოსავალი დაითვალა და არა მხოლოდ როლების შესრულებისთვის მიღებულ ანაზღაურებები.
2015 წლის შემდეგ ათეულში პირველად დაბრუნდა ბრედლი კუპერი.
ნახეთ, 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული:
1. დუეინ ჯონსონი - 89.4 მილიონი დოლარი
2. კრის ჰემსვორტი - 76.4 მილიონი დოლარი
3. რობერტ დაუნი უმცროსი - 66 მილიონი დოლარი
4. ეკში კუმარი - 65 მილიონი დოლარი
5. ჯეკი ჩანი - 58 მილიონი დოლარი
6. ბრედლი კუპერი - 57 მილიონი დოლარი
7. ადამ სენდლერი - 57 მილიონი დოლარი
8. კრის ევანსი - 43 მილიონი დოლარი
9. პოლ რუდი - 41 მილიონი დოლარი
10. უილ სმიტი - 35 მილიონი დოლარი