მექსიკა

მექსიკის სასამართლომ 2 ადამიანს კოკაინის ლეგალურად გამოყენების უფლება მისცა

0 კომენტარი
ფოტო: Nypost.com

მექსიკის სასამართლომ ისტორიაში პირველად ორ ადამიანს კოკაინის ლეგალურად გამოყენების უფლება მისცა.

Mexico United Against Crime-ის ინფორმაციით, სასამართლომ მათ მისცა უფლება “ჰქონდეთ, ატარონ და მოიხმარონ კოკაინი”, თუმცა მათ არ აქვს უფლება გაავრცელონ და გაყიდონ ის. MUCD-ს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკებზე ომის დასრულება სურს, ამბობს რომ ეს ისტორიული ნაბიჯია.

გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე, კიდევ ერთხელ უფრო მაღალმა ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს. მათ მიერ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანა, ორ ადამიანს უფლებას მიცემს ლეგალურად მოიხმარონ კოკაინი.

მექსიკაში დიდი ხანია ნარკოტიკების კარტელებს შორის სასტიკი დაპირისპირიბები ხდება და ამას ყოველ წელს ათასობით ადამიანი ეწირება. 2018 წელს, მექსიკაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა მკვლელობების რიცხვმა 33 341 შეადგინა - ეს 15%-ით მეტი იყო 2017 წლის მაჩვენებელზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები