ძარცვა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ქუჩაში კაცს სცემა და ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ი.ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს"- აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები