დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას გეგმავს

დონალდ ტრამპი
Vox

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლების გაუქმებას განიხილავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა თეთრ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა.  

მისი თქმით, უცნაურია, როდესაც ქვეყანაში არალეგალურად მოხვედრილი ადამიანების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობა ავტომატურად ენიჭებათ.  

"დაბადებით მინიჭებული მოქალაქეობის საკითხზე სერიოზულად ვმსჯელობთ. გადმოხვალთ საზღვარზე, გააჩენთ ბავშვს და გილოცავთ - თქვენი შვილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. ეს სასაცილოა," - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს. 

დონალდ ტრამპი მიგრანტთა აშშ-ში დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების საკითხს 2018 წელსაც განიხილავდა. მანამდე, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი მე-14 ცვლილებას ღიად აკრიტიკებდა.  

"ქალი, რომელიც ცხრა თვის ორსულია, გადმოდის საზღვარზე, აჩენს ბავშვს და ჩვენ გვიწევს, მასზე 85 წლის განმავლობაში ვიზრუნოთ. მე ასე არ ვფიქრობ. მექსიკაში და თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში ასე არ ხდება. მხოლოდ ჩვენ ვართ საკმაოდ სულელები, რომ ეს სისტემა გვქონდეს," - თქვა ტრამპმა 2015 წელს.  

ამერიკის კონსტიტუციაში მე-14 შესწორება, შესწორება ქვეყნის მოქალაქეობისა და კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ, 1868 წლის 9 ივლისს შეიტანეს. ცივი ომის შემდეგ მიღებული ეს შესწორება შავკანიან ამერიკელებს აძლევდა საშუალებას, ყოფილიყვნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები. მის მიხედვით, მოქალაქეობა ენიჭებოდა ყველა ადამიანს, რომელიც დაიბადებოდა შეერთებულ შტატებში. 

კომენტარები