51-ე სკოლა

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ტვ პირველი

51-ე სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ტაბულას განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების, დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის შემდეგ დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დირექტორის გადადგომას ითხოვდა.  

2017 წლის 3 სექტემბერს მანანა თურქაძემ N51 სკოლის სამეურვეო საბჭოს გადადგომაზე განცხადებით თავად მიმართა, თუმცა საბჭომ დირექტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა რიგი არგუმენტების გამო. 

კომენტარები