საპროტესტო აქციები მოსკოვში

რუსეთში აქციების ორგანიზატორებისგან 13 მილიონი რუბლის ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

ევგენი ფელდმანი / მედუზა

რუსეთში მიმდინარე საპრტოტესტო აქციების ფონზე, პროტესტის ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოში სამი საჩივარი შევიდა. ოპოზიციონერებისგან 13 მილიონი რუბლის ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ vedomosti.ru ავრცელებს.

მომჩივანების თქმით ეს ის თანხაა, რომლითაც დაზარალდნენ მათი ორგანიზაციები, ოპოზიციონერების მიერ მოწყობილი, არასანქცირებული მიტინგის გამო.

13 მილიონი რუბლის მოცულობის საჩივრები, წარდგენილია ილია იაშინის, ალექსეი ნავალნის, ლიუბოვ სობოლის, ივან ჟდანოვის, იულია გალიამინას, ალექსანდრ სოლოვიოვის, ოლეგ სტეპანოვის, გეორგი ალბუროვის და ვლადიმირ მილოვის წინააღმდეგ. მომჩივანეთა შორისააა ორი სახელმწიფო უწყება, მოსგორტრანსი და საავტომობილო გზები. ასევე, ზარალის ანაზღაურება მოითხოვა, რესტორან არმენიას მფლობელმა, კომპანია ანკორმა.

უცნობია, თუ რატომ შეიტანეს ორგანიზაციებმა საჩივარი კონკრეტული პოლიტიკოსების სახელზე, რადგანაც 27 ივლისის აქციას ოფიციალური ორგანიზატორები არ ჰყოლია.

სახელმწიფო უწყება, მოსგორტრანსის საჩივარში აღნიშნულია, რომ 27 ივლისის აქციის შედეგად, გადაიკეტა გზების ნაწილი და მოძრაობა შეეზღუდა მათ მფლობელობაში არსებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რის შედეგედაც ვერ განხორციელდა დაგეგმილი მარშრუტები. ორგანიზაციის ცნობით, ამ აქციის ჩატარებით მათ 1,2 მილიონი რუბლით იზარალეს.

სახელმწიფო უწყება საავტომობილო გზებმა 27 ივლისის აქციის შედეგად მიღებული ზარალი 11,4 მილიონ რუბლად შეაფასა. ორგანიზაციის თქმით, ამ დღეს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი დამატებითი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურისთვის მიყნებული ზიანის ღირებულება 11 მილიონი რუბლია.

თავის მხრივ, კომპანი ანკორი, რომელიც რესტორან არმენიას მფლობელია, აცხადებს, რომ 27 ივლისს თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იძულებულნი გახდნენ დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე დაეხურათ რესტორანი. ვერ მიღებული შემოსავალს ორგანიზაცია 500 ათას რუბლად აფასებს.

ეს საჩივრები მოსკოვის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და მალე დაიწყება საქმის განხილვაც. 

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართება. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). 

ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები